2019 წლის იანვარში კომპანია FINA-მ განახორციელა SUBWAY-ს სწრაფი კვების ობიექტების ქსელში FINA24 რესტორნის მართვის სისტემის დანერგვა.
FINA24 კაფე-რესტორანი წარმოადგენს რესტორნების თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ მართვის სისტემას, რომელიც დაფუძვნებულია ღრუბლოვან (Cloud) ტექნოლოგიაზე და არ საჭიროებს მომხმარებლის მხრიდან სერვერის შეძენას.
FINA24-ის მენეჯერული მართვა ხორციელდება ვებ-ინტერფეისიდან, რაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წვდომის საშუალებას იძლევა, ხოლო POS-ებისათვის შექმნილი სპეციალური აპლიკაცია შეუფერხებლად ფუნქციონირებს ინტერნეტ კავშირის წყვეტის დროსაც.
ამასთან, გარდა კაფე-რესტორნის პროცესების მართვისა, FINA24 უზრუნველყოფს სასაწყობე აღრიცხვას და ინტეგრირებადია FINA-ს ბუღალტრულ მოდულთან.
FINA24 არის მრავალფუნქციური და გამოიყენება კაფეებში, რესტორნებში, სწრაფი კვების ობიექტებში, ბარებსა და საოჯახო სამზარეულოებში.
დეტალური ინფორმაცია FINA-ს პროდუქტების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.FINA.ge.
53 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია SUBWAY ირჩევს FINA-ს!
გააკეთეთ სწორი არჩევანი თქვენც!
(R)