„სათამაშო ბიზნესმა საკუთარი პლასტიკური ბარათები შექმნა, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია“

„ქართულმა სათამაშო ბიზნესმა საკუთარი პლასტიკური ბარათები შექმნა, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია“ - ამის შესახებ, „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„კომერციული ბანკები კაზინოში მოთამაშეებს ნდობით არც აქამდე ეპყრობოდნენ, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით გამკაცრდა მათი პოლიტიკა და იმ მომხმარებლებს, ვისაც ანგარიშზე აქვთ ჩარიცხვები ან გადარიცხვები სხვადასხვა ონლაინ კაზინოდან თუ ტოტალიზატორიდან უარს ეუბნებიან სესხის დამტკიცებაზე.

და რა მოიფიქრა ქართულმა სათამაშო ბიზნესმა? შექმნეს საკუთარი პლასტიკური ბარათები, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია და არ ჩანს საბანკო ამონაწერებში. ბარათებს შესაბამისი სახელებიც მოუფიქრეს: უხილავი, ინკოგნიტო, ზერო და ა.შ. მათი რეკლამირებისას მთავარი რაზეც ყურადღებას ამახვილებენ არის კონფიდენციალობა და საბანკო ამონაწერებში არასახვა.

ეს ყველაფერი გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, გაზრდის საბანკო რისკებს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად,“ - წერს კეპულაძე.