კომპანიების Hyundai Motor Co და Kia Motors Corp-თან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ამ კომპანიების მიერ წარმოებული ავტომობილების ძრავში არსებულ სავარაუდო დეფეტს. ძიება შტატ კონექტიკუტში მიმდინარეობს - წერს „როიტერსი“ შტატის გენ-პროკურორზე უილიამ ტონგზე დაყრდნობით.
„ჩვენთვის ცნობილია მრავალრიცხოვანი შემთხვევის შესახებ კონექტიკუტში, რა დროსაც მოხდა ავტომობილების აალება, თან ეს იმ პირობებში, როცა ეს ავტომობილები მანამდე გაიწვიეს კომპანიებმა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ეს სერიოზული პრობლემაა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ აქტიურად და პასუხისმგებლიანად, რათა გავარკვიოთ ყველა ფაქტი და გამოვავლინოთ დამნაშავეები“, - აცხადებს პროკურორი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ გამოძიებას შესაძლოა, სხვა შტატებიც შეუერთდნენ.
როგორც „როიტერსი“ აღნიშნავს, 2015 წლიდან სამხრეთ-კორეულმა კომპანიამ ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად 2,3 მილიონი ავტომობილი გაიწვია. კერძოდ, 2015 წელს Hyundai-იმ შტატებში 470 ათასი Sonata Theta II -ის ძრავებში აღმოჩენილ ხარვეზის გამო გაიხმო. 2017 წლის მარტში ამავე მიზეზით კვლავ გაიწვიეს სედანი Sonata და ქროსოვერი Santa Fe. კომპანია Kia-მ კი ერთდროულად გაიწვია 618 ათასი ავტომობილი, საუბარია მოდელებზე Optima, Sorento და Sportage იმავე Theta II ძრავების დეფექტის გამო.