როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 3 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ ფოტო)

თბილისში, დიღომში იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 3 261 060 ლარია (სარეალიზაციო ფასი 1 200 000$). როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 350 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1000 კვ.მ.ვიტრაჟული სახლი არის ახალი აშენებული და გარემონტებულია ევრო სტანდარტებით. აქვს 7 ოთახი, აქედან 4 საძინებელია.

SS.ge-ზე განთავსებული განცხადების თანახმად, კერძო სახლი აღჭურვილია თანამედროვე ავეჯით და ტექნიკით.

ამასთან, სახლს აქვს აივანი, გარაჟი და სათავსო. ეზოში კი, რომელიც მოპირკეთებულია, განთავსებულია საცურაო აუზი.