Startup Grind Tbilisi მორიგ წარმატებულ ქართველ სტარტაპს უმასპინძლებს

23 მარტს Startup Grind Tbilisi უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სტარტაპს მსოფლიოში.

ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო რუმსში და მას დაესწრება 400-მდე მონაწილე, მათ შორის იქნებიან სტარტაპები და ადგილობრივი ინვესტორები.

მოწვეული სტუმრის შესახებ:

თამაზ გიორგაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სტარტაპერი მსოფლიოში. მან მოახდინა 175 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვა მისი სტარტაპისთვის - Raisin, რომელიც წელს ევროპის ტოპ-5 ფინტეკს შორის დასახელდა. მისი კომპანიის საშუალებით უკვე განხორციელდა 7 მლრდ. ევროს ტრანზაქცია ევროპის მასშტაბით, რამაც გამოიწვია კომპანიის გაფართოების საჭიროება. ამჟამად, სტარტაპი ახორციელებს გერმანული ბანკის შეძენას, რათა დააჩქაროს ზრდის ტემპი.

მსგავს წარმატებულ ქართველ სტარტაპებთან აქტიური კომუნიკაციის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გასულ წელს, სტარტაპ გრაინდის ღონისძებაზე ირაკლი არეშიძის (George Arison) სტუმრობის შემდეგ, მან ახალგაზრდა ქართველ სტარტაპერებთან ერთად დააფუძნა ერთობრივი კომპანია. ის აქტიურად ეხმარება ახალგაზრდებს ცოდნის გაზიარებით, ასევე სილიკონის ველის წამყვან ვენჩურულ ფონდებთან წარდგენით.

ღონისძიების შესახებ:

ადგილი: სასტუმრო რუმსი - თბილისი, Garden Room ჰოლი (მაქს. 600 პირის ტევადობით)

თარიღი: შაბათი, 23 მარტი, 2019 წელი

დრო: 19:00 სთ. - ნეთვორქინგი სტარტაპებს, ტექნოლოგიების ექსპერტებს და ინვესტორებს შორის. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სტარტაპ საზოგადოების ფორმირებას. 20:00 სთ. - ოფიციალური მიმართვები მაღალი რანგის სამთავრობო წარმომადგენლების და სპონსორების მიერ, რაც გრძელდება მოწვეულ სტუმართან საუბრით.

ღონისძიების სპონსორები:

· აშშ-ს საელჩო თბილისში;

· საქართველოს ბანკი, პროგრამა Fintech.ge;

· საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA);

· და კიდევ 7 სპონსორი.

დამატებითი დეტალები ღონისძიებაზე ხელმისაწვდომია ბმულზე: startupgrind.com/tbilisi/

FB event link: https://www.facebook.com/events/381323535755384/