გავიხსენოთ ის, რომ მსოფლიო ბანკმა თავისი ძალიან მყარი რეპუტაციის მქონე რეიტინგში საქართველო დააწინაურა მსოფლიოში მეექვსე ადგილამდე და ვიღაცას თუ ეჭვი ეპარება, რომ ეს შემთხვევით მოხდა ან ამას არ უდევს ძალიან საფუძვლიანი გამოკვლევები, მე მათ ვურჩევდი, რომ წაიკითხონ კონკრეტულად, რა წერია იმ კვლევაში, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ერთ-ერთ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ.
"ვიღაცამ ერთხელ დაბეჭდა რაღაცა გაზეთში, ეს ცოტა არასერიოზულად ჟღერს. მილიონი გაზეთია, მილიონი მედიასაშუალებაა და სხვადასხვა აზრს ბეჭდავენ," -განაცხადა გიორგი ქობულიამ
ცნობისთვის, "ახალმა ევროპამ" გამოაქვეყნა სტატია სათაურით, რომ საქართველო გადაიქცა ინვესტორებისთვის სასაფლაოდ. სტატია გადაბეჭდეს ევროპულმა გამოცემებმაც. ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა იმას, თუ რა ზიანი შეიძლება ქართულ საინვესტიციო გარემოს მიაყენოს ამ ტიპის სტატიებმა.