იანვარ-თებერვალში საქართველოდან თამბაქოს ექსპორტი 77%-ით გაიზარდა.
ასეთია სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემები. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების ექსპორტმა 17.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 10 მლნ დოლარი იყო. რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში ამ სასაქონლე ჯგუფის იმპორტი შედარებით მცირედით - 22.9%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების იმპორტმა 13.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2018 წლის ამავე პერიოდში კი 11 მლნ დოლარი იყო.