მეტროსადგურ „სამგორში“ მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მგზავრებს მატარებლის დატოვება მოუწიათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრაობა მეტროში უახლოეს წუთებში აღდგება.
„სამგორის“ სადგურზე მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ჩვენ კონკეტული შემადგენლობა დავცალეთ მგზავრებისგან. სათადარიგო შემოვიყვანეთ, რათა გადავიყვანოთ მატარებელი ჩიხში. რამდენიმე წუთში ყველაფერი დასრულდება და მოძრაობა მეტროში აღდგება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.