ქართული ბაქტერიოფაგები მალე ამერიკაში ექსპორტირდება

ნიუ-იორკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტვილდიანი ქართული ფაგების ამერიკაში ექსპორტს გეგმავს.

”ბიზნესკონტაქტის ” ინფორმაციით, როგორც მედიცინის დოქტორი დიმიტრი ტვილდიანი აცხადებს, ბაქტერიოფაგებზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ცდები, რომლებიც ახალ ამერიკულ ჰოსპიტალში ჩატარდება, ბაქტერიოფაგების ეფექტურობასა და უკუჩვენებას დაადგენს. მისივე თქმით, ქართული ფაგების კლინიკური გამოცდა, ისევე როგორც მათი მარკეტინგი, რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაჯდება.

დიმიტრი ტვილდიანი ფაგების მნიშვნელობასა და პერსპექტივაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტს აქვს ბაქტერიოფაგების ყველაზე დიდი კოლექცია მსოფლიო მასშტაბით. ”ბაქტერიოფაგები აუცილებლად გახდება მომავალი ჩანაცვლებადი ანტიბიოტიკები”,- აცხადებს ტვილდიანი.