სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 2019-2020 წლების მსოფლიოს მშპ-ს ზრდის პროგნოზი შეამცირა. ამის შესახებ სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი.
სააგენტოს ახალი პროგნოზით, მსოფლიოს მშპ მიმდინარე წლის განავლობაში 2,8%-ით გაიზრდება, აქამდე პროგნოზირებული 3,1%-ის მაგივრად. 2020 წლის შეფასება კი 2,9%-დან 2,8%-მდე შემცირდა.
Fitch აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები მნიშვნელოვნად შემცირდა წინა ანგარიშის გამოქვეყნებიდან დღემდე. „თუმცა მიუხედავად საკმაოდ ცუდი პროგნოზისა, ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ რეცესიასთან მიახლოებას“ - აღნიშნავენ სააგენტოში.
სააგენტოს სპეციალისტების აზრით, ყველაზე მკვეთრად გაუარესდა ევროზონის ეკონომიკის პერსპექტივები. ამასთან, ზრდის შენელება ჩინეთში უფრო თვალშისაცემი გახდა, საკუთარ როლს თამაშობს ასევე აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ამ დრომდე არსებული დაძაბულობა. ხოლო განვითარებად ქვეყნებში ზრდის აქტიურობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც განპირობებულია მკვეთრი მაკროეკონომიკური სიტუაციის გაუარესებით არგენტინასა და თურქეთში, გასული წლის სავალუტო კრიზისების შემდეგ.
Fitch-მა ეკონომიკური პროგნოზი მიმდინარე წელს, ანგარიშში მოხვედრილი 20 ქვეყნიდან 15-ს შეუმცირა.