„ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის ჩაშლა ან პროექტიდან „თიბისის“ ჩამოშორება უნდა“

„ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის ჩაშლა ან პროექტიდან „თიბისის“ ჩამოშორება უნდა“.

ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში NEWSROOM-ში განაცხადა.

„ორი ვარიანტია: ან ანაკლიის პროექტის ჩაშლა უნდათ ან პროექტიდან „თიბისის“ ჩამშორება და მისი საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანა. პირველი ვარიანტი, რასაც ვუსმენ, შეიძლება ნაკლებად სავარაუდო იყოს. დღეს უფრო იმის შეფუთვა მიდის, თუ რატომ უნდა წავიდეს თიბისი ანუ ხაზარაძის ჯგუფი და რატომ უნდა ჩაანაცვლოს ის ვიღაც ხელისუფლებასთან აფილირებულმა პირმა/ჯგუფმა. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის ეს პროექტი ეკონომიკურად ნაკლებად საინტერესოა, უბრალოდ, ამას უკვე პოლიტიკის და საკუთარი ძალაუფლების გრძელვადიანი შექმნის ჭრილში შეხედეს, რადგან დაინახეს რომ პროექტით ამერიკელები არიან დაინტერესებულები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პორტის პროექტს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევენ და ამ პროექტზე სამომავლოდ დიდი გეოპოლიტიკური სტრატეგია მიებმება, ეს მათი ხელისუფლებაში დარჩენის გარანტია გახდება,“- აღნიშნა ხუხაშვილმა.

თაია არდოტელი