„პარლამენტში ცქიტიშვილის მისვლა არის შემზადება იმისთვის, რომ ანაკლის პროექტზე მამუკა ხაზარაძესთან კონტრაქტი გაწყდეს“

„ცქიტიშვილის პარლამენტში მისვლა არის შემზადება იმისთვის, რომ ანაკლის პროექტზე მამუკა ხაზარაძესთან კონტრაქტი გაწყდეს“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში Newsroom-ი ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„დღეს, მაია ცქიტიშვილის პარლამენტში მისვლა, ჩემი აზრით, მიეძღვნება ძირითადად იმას თუ როგორ არღვევს ხაზარაძე სატენდერო პირობებს, ვადებს ანუ იქნება შემზადება იმ სიტუაციის, რომ მათთან კონტრაქტი გაწყდეს. არ შეიძლება მაია ცქიტიშვილს არ ესმოდეს, რომ ზიანს აყენებს წინასაკონტრაქტო სიტუაციას. თუ გინდათ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იყოს ეს სკეპტიკური რიტორიკა ცოტა ხანს შეწყვიტეთ, სანამ ის 600 მილიონიანი პაკეტი დაკონტრაქტდება, რატომ კარგავ ამ ფულს,“- აღნიშნა ხუხაშვილმა. მისივე შეფასებით, დღეს იმის შეფუთვა მიდის, თუ რატომ უნდა წავიდეს პროექტიდან „თიბისი“ ანუ ხაზარაძის ჯგუფი და რატომ უნდა ჩაანაცვლოს ის ვიღაც ხელისუფლებასთან აფილირებულმა პირმა/ჯგუფმა.

თაია არდოტელი