29 მარტს, 19:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტში”, ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება თემაზე: მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში?
ბიზნესღონისძიების ფარგლებში გაიმართება დენიელ ჰ. პინკის მსოფლიო ბესტსელერის - Drive-ის პრეზენტაცია.
წიგნი განკუთვნილია HR სპეციალისტების, გუნდის ლიდერების, მენეჯერებისთვისა და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს რა გვაძლევს მოტივაციას და გვამოძრავებს სინამდვილეში.
Drive ბიზნესლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, კლასიკად ქცეული წიგნია მოტივაციის თემაზე. ის გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
ღონისძიების სპიკერები არიან მედეა ტაბატაძე და პაატა პაპავა.
მედეა ტაბატაძე არის წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია Insource-ს მმართველი პარტნიორი წარადგენს წიგნს Drive და ისაუბრებს მოტივაციის ეკოსისტემაზე - რას და რატომ ვარქმევთ მოტივაციას, რას ვგულისხმობთ მოტივაციის მართვაში.
განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი, კომპანია Teamboat-ის დამფუძნებელი და დირექტორი პაატა პაპავა ჩაატარებს ვორკშოპს მოტივაციის სხვადასხვა მეთოდის თემაზე.
რაც შეეხება კონკრეტულად წიგნს, ეს არის სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეუქმნა მოტივაცია ადამიანებს სამსახურში, სკოლასა თუ სახლში.