ირანიდან შემოტანილი ბიტუმი გამომგზავნ ქვეყანაში დააბრუნეს

ირანიდან საქართველოში საბაჟო გამშვები პუნქტ "ვალეს" გავლით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად, 5 სატრანსპორტო საშუალებით 65 811,69 აშშ დოლარის ღირებულების 116070,00 კგ. ნავთობის ბიტუმი შემოიტანეს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წითელ დერეფანში მოხვედრის შედეგად, საქონელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემოტანილი ბიტუმი არ შეესაბამება იმპორტიორი კომპანიის მიერ წარმოდგენილ ხარისხის სერტიფიკატში მითითებულ ნორმებს.

აღნიშნული ბიტუმი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას დაექვემდებარა.