1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6793 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6793 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6793 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6816 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0515 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0439 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.