"საქართველოს ბანკის" Express მომსახურებით სარგებლობას ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომას კიდევ უფრო აფართოებს და რეგიონში ახალ Express სერვისცენტრს ხსნის.

ბანკის Express მომსახურებით სარგებლობას ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს.

Express-ში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული საბანკო ოპერაცია, სერვისცენტრი ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა #7-ში მდებარეობს.

2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ბანკის" ახლა უკვე 206 სერვისცენტრი მოქმედებს.