Porsche 25 ათას თანამშრომელს 9700 ევროს ოდენობის პრემიას გადაუხდის

გერმანული ავტომწარმოებელი Porsche განსაკუთრებული შრომისთვის გერმანიაში საკუთარ თანამშრომლებს დააჯილდოებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 25 ათასი თანამშრომელი 9700 ევროს მიიღებს.

პრემია კომპანიის ყველა თანამშრომელს აპრილის ხელფასთან ერთად ჩაერიცხება, განურჩევლად მათი თანამდებობებისა. კომპანიაში განაცხადეს, რომ სწორედ ასე ესმით თანაბარი შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მოგება 2018 წელს 10%-ით გაიზარდა და 25,8 მილიარდი ევრო შეადგინა.

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლებით“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ოლივერ ბლუმემ.