Tesla ყოფილ თანამშრომლებს ტექნოლოგიების მოპარვაში ადანაშაულებს

კომპანია Tesla-მ ყოფილ თანამშრომლებს სასამართლოში უჩივლა. Tesla-ში აცხადებენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად კომპანიაში Zoox უპილოტო მართვის სისტემაზე სპეციალიზდებიან, მათ ტექნოლოგია მოპარეს და სხვა კომპანიას გადასცეს.

გამოცემის The Verge-ის ცნობით, Tesla ირწმუნება, რომ მისი ოთხი ყოფილი თანამშრომელი მას შემდეგ, რაც გადავიდნენ სამუშაოდ Zoox-ში, ახალ კომპანიას გადასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა კომერციულ საიდუმლოებას. ამგვარად კი დაეხმარა კომპანიას „დაეზოგა აუცილებლად საჭირო რამდენიმეწლიანი შრომა მის შესაქმნელად და ისე ჩაეშვა საკუთარი საწარმო ოპერაციები“.

კომპანიის აზრით, მისი ყოფილი თანამშრომლების ქმედებები იყო გაცნობიერებული. საუბარია სისტემაზე WARP - პროგრამულ პალტფორმაზე, რომელიც შექმნილია Tesla-ს მიერ წარმოების კოლექტიური მართვისთვის, დასაწყობებისთვის, განაწილებისთვის და მასალების ტრანსპორტირებისთვის.

კიდევ ერთ სარჩელში Tesla ირწმუნება, რომ მეორე მისმა ყოფილმა თანამშრომელმა კომპანია Xiaopeng Motors-ში გადასვლამდე 300 ათასი ფაილის კოპირება მოახდინა. ეს ფაილები კი ავტოპილოტის სიტემას შეეხებოდა - წერს The Verge.

კოკა კვირკველია