”პალიტრა მედიაში” ინტერნეტ რეკლამის გაყიდვები 115%-ით გაიზარდა

ინტერნეტრეკლამაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და შესაბამისად, იზრდება მისი წილი სარეკლამო ბაზარზე.

რეკლამის დამკვეთიც მიზნობრივ აუდიტორიამდე მისაღწევად ყველაზე პოპულარულ ინტერნეტრესურსს ირჩევს.

სარეკლამო სააგენტო ”ედვერთლაინის” მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, ინტერნეტ რეკლამის გაყიდვები ”პალიტრა მედიაში”, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 115%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს მედიაჰოლდინგის დაგეგმილი ზრდა ინტერნეტ რეკლამაზე, გასულ წელთან შედარებით 80% უნდა ყოფილიყო, თუმცა უკვე ექვსი თვის მონაცემებით, არსებულმა მაჩვენებელმა წლიურ დაგეგმილ მაჩვენებელს 35%-ით გადააჭარბა.

”ედვერთლაინის” მონაცემებით, ”პალიტრა მედიის” სარეკლამო შემოსავლების მასშტაბური ზრდა რამდენიმე გარემოებამ განაპირობა: მათ შორის არის ზოგადად ინეტერესის ზრდა ინტერნეტის და ინტერნეტ რეკლამის მიმართ; განსხვავებული, ახალი სარეკლამო პროდუქტების შეთავაზება; ვიდეო რეკლამაზე მოთხოვნის და ”პალიტრა მედიის” შემადგენლობაში არსებული ვებსაიტების რაოდენობის ზრდა.

წყარო: adline.ge