როგორ შოულობს მილიარდებს ბილ გეითსი?

2018 წელთან შედარებით ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი ბილ გეითსი 9,5 მილიარდი დოლარით მდიდარი გახდა. მას ეს შემოსავლები არა მხოლოდ Microsoft-მა მოუტანა.

ბილ გეითსი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩამოვიდა მეორე ადგილზე, ოფიციალური ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 100 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ერთი წლის განმავლობაში ის 9,5 მილიარდით გამდიდრდა, ამავე დროს კი აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის შემოსავლები არა მხოლოდ მის მშობლიურ Microsoft-ს მოაქვს, არავინ იცის ზუსტად დამატებით რა წყაროებიდან მდიდრდება გეითსი.

საქმე ის არის, რომ ბევრი ინვესტიცია, რომელსაც ბილ და მელინდა გეითსები ახორციელებენ, ხდება კომპანიიდან Cascade Investment. ეს ინვესტიციები ფარავს აქციების ფართო სპექტრს სახელმწიფო კომპანიებში, ნარჩენების უტილიზაციიდან და AutoNation-დან დაწყებული უძრავი ქონების ბიზნესით დამთავრებული.

გარდა ამისა, ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ინვესტიციებს დებენ კომერციულ ფირმებშიც, ისე რომ ეს ინვესტიციები კოტროლდება ან ბილის ან მელინდას მხრიდან, ან ორივეს მხრიდან ერთობლივად. მაგალითად, მათმა ფონდმა შეიძინა Liquidia Technologies-ის თითქმის 800 ათასი აქცია. ეს არის ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც პერსონალურ პრეპარატებზე მუშაობს.

ბოლო 15 წლის განმავლობაში გეითსმა Microsoft-ში საკუთარი აქციების პაკეტის დიდი წილი გაყიდა. 2004 წელს მას კომპანიის 1,1 მილიარდი აქცია ჰქონდა, ახლა დაახლოებით 103 მილიონი, რომელთა ღირებულება 12 მილიარდი დოლარია. ბოლო წლებია მას არც გაუყიდია და არც შეუძენია კომპანიის აქციები, არ აუღია ხელფასი და ხელმძღვანელისთვის განკუთვნილი გრანტები. მაგრამ ისეც ხდება, რომ ზოგჯერ ის Microsoft-ისგან ცოტა მეტსაც იღებს მისი მრავალრიცხოვანი საქმიანი ინტერესებიდან გამომდინარე.

მაგალითად, 2017 წლის აპრილში Microsoft-მა შეიძინა კომპანია Intentional Software, რომელიც კომპანია Microsoft-ის ყოფილი მთავარი ინჟინერის ჩარლზ სიმონის მიერაა დაფუძნებული და რომელიც მუშაობდა Excel და Word-ზე. გეითსი ამ კომპანიის ინვესტორი ერთ-ერთი მისი კომპანიიდან გახდა და Microsoft-მა მის ამ წილში 60 მილიონი დოლარი გადაიხადა. შედეგად, მაშინ როცა გეითსი მის რესურსებს ხარჯავს ქველმოქმედებაზე, მისი ქონება ბევრად სწრაფად იზრდება.

კოკა კვირკველია