დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „არემჯის“ სტიპენდიანტების გამოსავლენად შესარჩევი კონკურსი გაიმართა.
კომპანიის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს სტიპენდიანტების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება. 2018 წელს „არემჯისა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამთო გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები კომპანიისგან 1 წლის მანძილზე ყოველთვიურად 250 ლარიან სტიპენდიას იღებდნენ.
სტიპენდიის მოსაპოვებლად ინდივიდუალური გასაუბრება, სტუდენტებმა კომპანიის მენეჯერებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულ კომისიასთან გაიარეს.
შესარჩევი კონკურსში მონაწილეობა ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გელოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის 50-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. სტიპენდიანტების შერჩევის პროცესში მთავარი კრიტერიუმი სტუდენტების მაღალი აკადემიური მოსწრებაა, თუმცა „არემჯის“ სოცილური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება ქვემო ქართლის (ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს რაიონები.) რეგიონის სტუდენტებს დაეთმო.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი სტუდენტების ვინაობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან წარმატებული და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წელს შესაბამისი პროფილის სტუდენტებისათვის კომპანია საკუთარ ობიექტებსა და საწარმოებში პრაქტიკების და სტაჟირების გავლას უზრუნველყოფს.
“არემჯის“ სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამა უკვე მე-2 წელია წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიური და ქიმიური ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 1 წლიანი სტიპენდია და აქტიურად ჩაერთონ „არემჯის“ ყოველდღიურ საქმიანობაში სტაჟირების და პრაქტიკის გზით. ჩვენ საწარმოებში მოსულ ახალგაზრდებს შანსი ეძლევათ გახდნენ მაღალი დონის გეოლოგები და სამთოელები, რომლებიც მომავალში დააკმაყოფილებენ საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნილებებს", - განაცხადა „არემჯის“ ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი შატაკიშვილმა.