ცვლილება „ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.

კერძოდ, რეესტრის 22 მარტის ამონაწერით, საბჭოს თავმჯდომარე ოლეგ სმირნოვი გახდა. ამავე ამონაწერის თანახმად, სმირნოვის მოადგილე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია - ილნარ შაიმარდანოვი. მის გარდა საბჭოს წევრები არიან: სერგეი სტეპანოვი, მაქსიმ კონდრატენკო, მერაბ კაკულია და გოჩა მაცაბერიძე.

შეგახსენებთ, რომ „ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილების შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე წლის თებერვალშიც წერდა. კერძოდ, ბანკის მთავარი აქციონერი მაშინდელი გადაწყვეტილებით, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ვლადიმირ ვერხოშინსკის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. საბჭოს ახალ წევრად კი ოლეგ სმირნოვი აირჩიეს.

თაია არდოტელი