12 იაფი ევროპული ქალაქი, სადაც უქმეების გატარება 190-260 დოლარის ფარგლებში დაგიჯდებათ

ქალაქების ღირებულების ბარომეტრმა ევროპის ყველაზე იაფი ქალაქების სია შეადგინა უქმეების გასატარებლად. thisisinsider.com-ის ინფორმაციით, კვლევა 48 ქალაქის მონაცემებს აერთიანებს.

რეიტინგის შედგენისას რამდენიმე ცვლადი მონაცემი გამოიყენეს, მათ შორის სამჯერადი კვების და ორი ბოთლი ღვინის ღირებულება, ნომრის ფასი სამვარსკვლავიან სასტუმროში ქალაქის ცენტრში, ლუდისა და ყავის ფასი და ჭიქა ღვინის ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ ფასების დასადგენად კვლევის ავტორებმა ტურისტული კომპანიები და Hotels.com-ი გამოიყენეს. ამასთან, ფასები მოცემულია ორ პირზე ორი ღამის განმავლობაში.

12 ყველაზე იაფი ევროპული ქალაქის ჩამონათვალი უქმეების გასატარებლად, ასე გამოიყურება:

ვილნიუსი - $191.73 (£147.35)

ბელგრადი - $197.23 (£151.57)

ვარშავა - $208.65 (£160.35)

სტამბოლი - $217.08 (£166.83)

ბუქარესტი - $218.27 (£167.74)

პორტო - $224.59 (£172.60)

რიგა - $232.40 (£178.60)

ბრატისლავა - $236.85 (£182.02)

მოსკოვი - $243.16 (£186.87)

პრაღა - $247.48 (£190.19)

ბუდაპეშტი - $254.52 (£195.60)

ათენი - $256.51 (£197.13)

თაია არდოტელი