"შაბათის კურიერის" ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოჯახი დუშეთში მდებარე კოტეჯს აქირავებს.
შესაბამისი განცხადება ბინების გაქირავების ცნობილ პორტალზე Airbnb-ზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული განცხადების ავტორი, ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილია. ანას სახლის ფოტოები და განცხადება Airbnb-ის გვერდიდან "ფეისბუქის" პირად გვერდზეც აქვს დაშეარებული.
AMBEBI.GE დაინტერესდა, რა წერია მარგველაშვილების სახლის შესახებ ცნობილ საიტზე, ასევე გთავაზობთ დუშეთის კოტეჯის ფოტოებს Airbnb-დან.
მყუდრო კოტეჯის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ის ქალაქგარეთ/სოფლად, თბილისთან ახლოს მდებარეობს.
"თუ ტყეში და მდელოებზე სეირნობა ან მოგზაურობა, ბაზალეთის ტბაში ცურვა, ბუნებითა და შუა საუკუნეების კოშკით ტკბობა და მშვიდ გარემოში ყოფნა გიზიდავთ, მაშინ ეს კოტეჯი, რომელიც სამ ადამიანზეა განკუთვნილი და ტყის პირას მდებარეობს, თქვენთვის იდეალური ადგილია. იხილეთ ფოტოები