ბინა დედაქალაქში, რომელიც 5 მლნ ლარზე მეტად არის შეფასებული (+ფოტო)

თბილისში, ვაკეში იყიდება ბინა, რომლის ღირებულებაც 5 364 200 ლარია (სარეალიზაციო ფასი 2 000 000$).

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბინის საერთო ფართობი 487კვ. მეტრია. ბინა არის 7 ოთახიანი და მე-13 სართულზეა. აქვს 5 საძინებელი.

ამასთან, როგორც SS.ge-ზე განთავსებულ განცხადებაშია მითითებული პენტჰაუსი არის ახალაშენებული, ახალი მაღალი ხარისხის რემონტით. ამასთან, ბინას აქვს ვერანდა, ხედები, 24 საათიანი დაცვა, კონსიერჟი. უძრავი ქონება ავეჯითა და ტექნიკით იყიდება.