„სახელმწიფომაც მოგვთხოვა ვალდებულებების გადავადება“

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ არანაირი ჯარიმა არა მიგვიღია და მითუმეტეს, ეს არ უპატიებია არავის“,-ამის შესახებ ბიზნესმენმა, "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, ანაკლიის პორტის მშენებელობის პროცესთან დაკავშირებით, რუსთავი2-ზე „forbes-კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, იყო ვადაგადაცილებები, მაგარმ ეს იყო ორმხრივი და საკუთარი ვალდებულებების გადავადება სახელმწიფომაც მოითხოვა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გადავადებები, მაგრამ ეს მოხდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ არანაირი ჯარიმა არა მიგვიღია და მითუმეტეს, ეს არ უპატიებია არავის. იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობდა რაღაც ობიექტრი მიზეზები, რომელიც არ იყო ჩვენ გამო გამწვეული. ესეთი პროექტი ქაღალდზე რომ იწრერება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალობაშიც ასე გადავა. ამიტომ, ეს იყო ერთობლივი შეთანხმება. ამავე დროს, როდესაც ჩვენ გვეპატია რაღაც, ასევე სახელმწიფომაც მოგვთხოვა საკუთარი ვალდებულებების გადავადება. ჩვენ შეგვიძლია ეს დოკუმენტურად გაჩვენოთ.

დამოკიდებულებაა არასწორი, მე ვარ სახლმწიფო მოხელე, შენ პატარა ხარ, ამიტომ მე შემიძლია შენზე ვისაუბრო და შენ არა, ეს არასწორია“,-განაცახადა მამუკა ხაზარაძემ.