ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშეს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშემ ხუან ეჩანოვემ შეხვედრა გამართეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იმ პროექტების მიმდინარეობა, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში არსებულ პროექტებს დაეთმო. ხუან ეჩანოვეს თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით და მომავალში ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.

"მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდა, ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. ამისათვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მაღალი სტანდარტის, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ეს ეტაპობრივი პროცესია და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო დონორორ განიზაციებთან ერთად აქტიურად იმუშავებს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.