2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 31,124,732 ლარი შეადგინა, რაც 13,426,238 ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ შესაბამის მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით წმინდა მოგება/ზარალი - 44,550,970 ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების შემოსავლებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მიხედვით 353,254,741 ლარი; იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მიხედვით კი 3,270,875 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებული შემოსავალი - 34,776,428 ლარი; ხოლო ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგება (ზარალი) - 11,060,730 ლარი იყო.
ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადის სახით - 13,267,516 ლარი გადაიხადეს.