საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომელიც პარლამენტს საათობრივი დროის მიხედვით შრომის ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობს

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომლის ინიციტივაც საათობრივი დროის მიხედვით შრომის ანაზღაურებაზე გადასვლა და ამ მიზნით პარლამენტისათვის არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის წარდგენაა.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი კანონმდებლებს ცვლილებებს “შრომის კოდექსში“ სთავაზობს, რომლის გათვალისწინებით, დამსაქმებლის მიერ შრომითი ანაზღაურება დროის საათობრივი დაანგარიშებით უნდა განხორციელდეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შესაგროვებლად სპეციალური ფორმის ფურცლები გადასცა.