საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი მარტისათვის 22.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 319.1 მლნ ლარით, ანუ 1.4%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით მეტი). ამის შესაახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 135.7 მლნ ლარით, ანუ 1.4%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 183.4 მლნ ლარით, ანუ 1.4%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით).
"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 37.67 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.16 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.51 პროცენტული პუნქტით).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.7 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.9 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.3 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.2 პროცენტი შეადგინა",- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.