საბერძნეთის მთავრობა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინადადებით, აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდეს და მუზეუმის სტატუსი მოეხსნას, აღშფოთებულია.
„ეს არა მხოლოდ ქრისტიანული სამყაროს დიდი ტაძარია, ის ასევე ეკუთვნის კაცობრიობას. იუნესკო-მ ის ჩვენი გლობალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც მის სტატუსს ეხება, არამარტო ქრისტიანების გრძნობების შეურაცხყოფაა, არამედ საერთაშორისო სამართლისაც“, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ კატრუგალოსმა.
აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დროს მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.