რა უჯდება ცესკოს შუალედური არჩევნები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შუალედური არჩევნების ჩატარება 4 466 910 ლარი უჯდება.

19 მაისს გასამართი პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯთაღრიცხვა უკვე გაწერილია.

დადგენილებას ხელს კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აწერენ.

4 466 910 ლარიდან შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 2 664 104 ლარი დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე - 724 192 ლარია გაწერილი; სხვა ხარჯებისთვის, რომელიც არ არის დაკონკრეტებული, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1078 614 ლარი აქვს გამოყოფილი.

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლეთა დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 770 400 ლარი.