საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში შეიცვალა.
კერძოდ ცვლილება შეეხო შემდეგ ქალაქებს:Kiev-ის ნაცვლად Kyiv იწერება, Kharkov-ის ნაცვლად Kharkiv, Lvov-ის ნაცვლად Lviv-ი, ხოლო Odess-ას ნაცვლად Odesa იქნება.
