2019 წლის 27 მარტს, თბილისში USAID -ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში, „მეწარმე ქალთა საბჭოსთან” (WBCG) ერთად, რიგით მე-5 ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ გამართავს.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ისინი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორ მიაღწიეს წარმატებას. მათი წარმატების მაგალითები სტიმულის და შთაგონების მიმცემი იქნება ყველა მონაწილე ქალბატონისთვის. კონეფერენციას დაესწრება 400 მეტი მეწარმე ქალი.
ღონისძიებაზე გამოვლინდებიან 2018 წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი, ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.
კონფერენცია 10:30 სთ-ზე დაიწყება.