McDonald's მისი ბიზნესისგან სრულიად დისტანცირებულ ბიზნესს ყიდულობს. საუბარია ისრაელურ კომპანიაზე - Dynamic Yield-ზე, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე სპეციალიზდება. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
შესყიდვის მოცულობაზე ინფორმაცია არ ხმაურდება, თუმცა გამოცემა აცხადებს, რომ გარიგების ღირებულება, სავარაუდოდ, 300 მილიონ დოლარს აღემატება. ეს კი კომპანიის მხრიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შენაძენია.
McDonald's-ში აცხადებენ, რომ ისრაელური კომპანიის ტექნოლოგიას გამოიყენებენ პერსონალური მენიუს შედგენისას, მასში კერძების ვარირება მოხდება ამინდის შესაბამისად, რესტორნის გადატვირთულობიდან და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შედეგად, კლიენტის შეკვეთიდან გამომდინარე ხელოვნური ინტელექტი მას დამატებით შესთავაზებს კერძებს მენიუდან.