საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 448 მლნ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე, 5 448 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 419 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (15%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 028 მლნ აშშ დოლარს (16%-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ივნისში 2 609 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48% შეადგინა.