არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ეხება.
„აფბას“ ინფორმაციით, რომელიც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა ბაჩანა ჯინჭარაძემ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ გამოითხოვა, 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და ის 53 932 სტუდენტს შეადგენს.
მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც ბოლო 6 წელს შეეხებოდა (2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით), დადგინდა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდი ტრენდით ხასიათდება. თუ 2013 წელს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 21 704 იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 53 932 სტუდენტს შეადგენს. მათი რაოდენობა ორჯერ და მეტად გაზრდილია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ასევე საგრძნობი მატებაა სტატუსშეჩერებული სტუდენტების. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მატება 8751 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს შეადგენს.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი უჩერდებათ.
აღნიშნული გარემოებებია:
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გასულ, 2018 წელს 53 932 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან ფინანსური დავალიანების გამო 20 935 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი; საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო 183 სტუდენტს; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 240 სტუდენტს; ავადმყოფობის გამო 155 სტუდენტს, ხოლო 32419 სტუდენტს სტატუსი სხვა მიზეზების გამო აქვს შეჩერებული.
„აფბას“ ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ სტუდენტის სტატუს შეჩერება ფინანსური დავალიანების გამო ასევე მზარდი ტრენდით ხასიათდება.
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ფინანსური დავალიანების შედეგად სტატუსის შეჩერების შემთხვევა 3786 ერთეულით გაზრდილია. 2017 წელს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი 17 149 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევები, შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან სტატუსის შეჩერების პროცესში სტუდენტები კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ და სტატუსის შეჩერების მიზეზად უთითებენ კრიტერიუმს „სხვა მიზეზი“, რაც საბოლოო ჯამში უფრო რეალური სურათის დანახვას ართულების იმის თაობაზე, თუ რამდენი სტუდენტი იჩერებს სტატუსს უსახსრობის გამო.
„აფბა“ რეკომენდაციების სახით საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და უნივერსიტეტებს მიმართავს: