სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 24 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე რ. ხ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას 104 000 აშშ დოლარი და 60 000 ევრო აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.