ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის Green Resort-ის მშენებლობა იწყება.
ეს არის ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია, რომლის წყალობითაც აჭარა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება. საუბარია, ქობულეთში ახალი ქალაქის, ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც მთელი საქართველოსთვის სავიზიტო ბარათი გახდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა „ფიფას“ სტანდარტების საფეხბურთო, ასევე გოლფის და ჩოგბურთის მოედნები.
ამ პროექტის განხორციელებით ხუთასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პრემიერის თქმით, საპროექტო ტერიტორიაზე, 180 ჰექტარზე, სამ წელიწადში იქნება გაშენებული მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი.