Airbnb-სა და Booking.com-ზე გასაქირავებელი ფართების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა

2018 წელს თბილისსა და ბათუმში Airbnb-სა და Booking.com-ზე გასაქირავებელი ფართების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიერ ჩატარებულ უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში.

„ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს Airbnb-სა და Booking.com-ზე მოკლევადიან პერიოდზე გასაქირავებელი ბინების რაოდენობაც. 2018 წელს თბილისში ასეთი ბინების რაოდენობა 8 660 ერთეულით გაიზარდა, ბათუმში კი 5 331-ით. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მოთხოვნადია სტუდიოს ტიპის და ერთოთახიანი ბინები“, - წერია კვლევაში.

2018 წელს თბილისში Airbnb-სა და Booking.com-ზე გასაქირავებელი ფართების რაოდენობა შეადგენდა 20 084-ს, ბათუმში 13 951-ს, სულ შარშან ორივე პლატფორმაზე ორივე ქალაქიდან 34 035 განაცხადი იყო განთავსებული, რაც 70%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებლთან შედარებით. 2017 წელს ორივე პლატფორმაზე განთავსებული იყო 20 044 ბინა.

ელზა წიკლაური