თბილისის საერთაშორისო აეროპორტი  აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მეექვსედ მოხვდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია" ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ლონდონში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2019“-ზე დასახელდა.

საუკეთესო აეროპორტები მგზავრთა გამოკითხვის შედეგად გამოქვეყნდა. 2019 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტებია: ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, თბილისის, რიგის, ბრატისლავას ზაგრებისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

ლიკა ამირაშვილი