ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მზად არის, მისი მისამართით არსებულ კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხოს.
გვენეტაძე მზადყოფნას გამოთქვამს აპრილის თვეში, პარალამენტისათვის ხელსაყრელ დროს მივიდეს და დეპუტატების წინაშე სესიაზე წარდგეს.
როგორც ცნობილია, ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით დაიბარა. ამასთან, ფრაქციამ კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საბანკო რეგულაციების თაობაზე მიიწვია. კომიტეტებში კობა გვენეტაძის მოსმენა არ გამართულა. თუმცა, გვენეტაძემ პარლამენტს მიმართა წერილობით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება აღნიშნულ საკითხებზე პლენარულ სხდომაზე მოისმინონ.