ნორვეგიაში ევროპაში პირველი და მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა რესტორანი გაიხსნა. რესტორნის 10-მეტრიანი ფანჯარა პირდაპირ ზღვის ფსკერისკენ იყურება და კლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ჭამის დროს ზღვის ცხოვრებას თვალი ადევნონ.
ზღვის ფსკერზე კი სპეციალური განათებაა დამონტაჟებული იმისთვის, რომ სტუმრებმა ხედებით ტკბობა ნებისმიერ ამინდში შეძლონ.
რესტორანს სახელიც შესაბამისი აქვს - მას Under ჰქვია.
თითქმის 34 მეტრი სიგრძის შენობას ერთი მეტრი სიგანის კედლები აქვს და გათვალისწინებულია ცუდი ამინდის პირობებზეც. ნაგებობა ძალიან ჰგავს უზარმაზარ ბეტონის მილს, რომელიც ნახევრად წყალშია ჩაძირული. რესტორანს ყოველ საღამოს 35- 40 სტუმრის მიღება შეუძლია. რესტორანში ადგილები 12 სექტემბრამდე უკვე დაჯავშნილია.
სამზარეულოს მენიუს დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, ზღვის პროდუქტები შეადგენს, სტუმრებს კი შეფ მზარეული ნიკოლაი ელიცგაარდ პედერსენი ემსახურება.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა