28-29 მარტსა და 1-ელ აპრილს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი მოქალაქეებს 09.00 საათიდან 19:00 საათამდე სრული დატვირთვით მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის ოპერატორები მოქალაქეებს სათანადო ინფორმაციის დროულად მიღებაში დაეხმარებიან.
„აღნიშნულ თარიღებში, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრების ოპერატორები, 18:00 საათის მდგომარეობით, მოლოდინის რეჟიმში მყოფ ყველა გადამხდელს გაუწევენ მომსახურებას. საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის ოპერატორები მოქალაქეებს დაეხმარებიან ოპერატიულად მიიღონ ინფორმაცია საკონონმდებლო სიახლეებისა და სავალდებულო სავადო პროცედურული ღონისძიებების შესახებ,“ - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.