ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა მიენიჭა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით დაიწყებს.
კერძოდ, უნგრული ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან გდანსკის, ბარის, ეინდჰოვენის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინის, ბრიუსელისა და კრაკოვის მიმართულებით, შემდეგი განრიგით შეასრულებს:
ქუთაისი - გდანსკი - ქუთაისი - 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს; ქუთაისი - ბარი - ქუთაისი - 1 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას; ქუთაისი - ეინდჰოვენი - ქუთაისი - 1 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს; ქუთაისი - კოპენჰაგენი - ქუთაისი - 2 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს; ქუთაისი - ბაზელი - ქუთაისი - 2 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს; ქუთაისი - ტალინი - ქუთაისი - 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას; ქუთაისი - ბრიუსელი - ქუთაისი - 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას; ქუთაისი - კრაკოვი - ქუთაისი - 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას.
ფრენები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
Wizz Air საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და 2018 წლის მდგომარეობით, რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის პროცენტული წილით, ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა (12%).