"საქართველოს მთავრობამ ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა სათამაშო ინდუსტრიაზე ზედამხედველობა მოახდინოს"

საქართველოს მთავრობამ ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა სათამაშო ინდუსტრიაზე ზედამხედველობა მოახდინოს.

ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის იანვრის წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში დარეგისტრირებულია ლატარიის და სათამაშო 416 დაწესებულება და 31 სამორინე.

„ახალი სამორინე შენდება რუსეთთან საზღვართან, რამაც შესაძლოა უზრუნველყოს ორგანიზებული დანაშაულისგან მიღებული შემოსავლის გათეთრება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები ასევე ამბობენ, რომ საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზრდა, მათ შორის ინტერნეტში, შემაშფოთებელია.