თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალის მერია მზად არის შეხვდეს ტაქსის მძღოლებს და რეფორმის ნებისმიერი საკითხი მათთან ერთად განიხილოს.
„გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი რა არის ტაქსის მძღოლების მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ და ვადასტურებ ამ მზაობას. შეგვიძლია გავიაროთ ნებისმიერი თემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტაქსის მძღოლებმა 11 აპრილს საპროტესტო აქცია დააანონსეს. ისინი ტაქსებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.