ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
"მეტრო გოცირიძის ხიდს არანაირი ნაპრალები არ აქვს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს"

მეტრო "გოცირიძის" ხიდს არანაირი ნაპრალები არ აქვს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ტყუილია, თითქოს მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდს საფრთხე ემუქრებოდეს.

„მინდა ამ ჟურნალისტს მოვუწოდო, რომელმაც მგზავრები პანიკაში ჩააგდო, მოიხადოს ბოდიში. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. შეიძლება ადამიანმა არ იცოდე და იკითხო. როდესაც მტკიცებით ფორმაში საუბრობ, რომ ხიდი არის ავარიულ მდგომარეობაში და შეიძლება დაინგრეს, მაშინ როდესაც 10 ათასობით ადამიანი სარგებლობს მეტროთი, კეთილი ინებონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.

ჩვენ მთლიანად კვლევებზე გვაქვს გაგზავნილი მონაცემები როგორც ხიდზე, ასევე მთლიანად მეტროსადგურებთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ დასკვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.