„მე ფულს არ ვაკეთებ. გახდით საუკეთესო თქვენს სფეროში - მაშინ თავად მოვა ძალაუფლებაც და ქონებაც“,- ეს სიტყვები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ადამიანს, მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს ეკუთვნის. მან საკუთარი საქმიანობა გაზეთის რიგითი თანამშრომლობიდან დაიწყო, თუმცა დღეს მედიაიმპერიის მფლობელია. „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, ბიზნესმენის ქონება 18,4 მლრდ დოლარს შეადგენს.
რუპერტ მერდოკი ავსტრალიური წარმოშობის ბიზნესმენია. მისი ინტერესის სფეროებია: ტელევიზია, გაზეთები, გამომცემლობა, კინო, ინტერნეტი და ა.შ. ის გახლავთ კომპანიის „News Corporation“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
რუპერტ მერდოკი 1931 წელს მელბურნში ჟურნალისტის, კიტ არტურ მერდოკის ოჯახში დაიბადა. როგორც ცნობილია, იგი ფულის შოვნისადმი მიდრეკილებას ბავშვონიდანვე ამჟღავნებდა. 7 წლის რუპერტი კურდღლებზე ნადირობადა შემდეგ კი ყიდდა.
მედიამაგნატმა ელიტური ინგლისური სკოლის შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. მამის გარდაცვალების შემდეგ კი ოჯახური ბიზნესის, 2 გამოცემის მფლობელი გახდა. რუპერტმა დავალინების დაფარვა შეძლო და საბოლოოდ, ერთი გამოცემა შერჩა, რის შემდეგაც ბრიტანეთისა და ამერიკის მედიაბაზრებიც აითვისა. იქ ყიდულობდა ან ნულიდან ქმნიდა გამოცემებს. ძირითადად, ყვითელ პრესას, რომელიც საზოგადოებაში დიდი წარმატებით სარგებლობდა.
უკვე 1979 წელს „News Corporation“ დააარსა, რომელშიც ყველა მისი კომპანია გააერთიანა. ამ პერიოდში რუპერტმა ყველანაირ გართობაზე უარი თქვა და 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 3 საათი ეძინა.
„ის იმარჯვებს, ვინც ცვლილებების თავის სასარგებლოდ მიმართვას ახერხებს”- ამბობს მერდოკი, რომელმაც საკუთარ საქმიანობა სწორედ ამ პრინციპით წარმართა.
1985 წელს ბიზნესმენმა კინოკომპანია „20th Century Fox” რამდენიმე ამერიკულ ტელეკომპანიასთან ერთად იყიდა, მოგვიანებით კი კომპანიაში - „Fox Broadcasting“ გააერთიანა. უკვე 1996 წელს ტელე–არხი “Fox News” დააარსა. ხოლო 2000–იან წლებში მისი ყურადღება ინტერნეტმა მიიქცია და 2005 წელს სოციალური ქსელი “MySpace” 580 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.
2007 წელს მერდოკმა 5 მილიარდ აშშ დოლარად Dow Jones-იც იყიდა, რომელსაც Wall Street Journal ეკუთვნოდა. გარდა ამისა, შეიძინა მსოფლიოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: DIRECTV, Harper Collins Publishers, Festival Records and the New York Post და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მედიამაგნატი თავისი დიქტატორული ხასიათით არის ცნობილი. მეტიც, "ნიუს კორპში" მას "მეფე-მზეს" ეძახიან. როგორც ცნობილია, მას არ უყვარს, როდესაც თანამშრომლები ინიციატივას ამჟღავნებენ. საგაზეთო პულის დირექტორის ჯონ დუკსის თქმით, მერდოკი რედაქტორებს მკაცრად ექცევა და მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც თავის დაქნევა იცის.
ცნობისთვის, მედიამაგნატებს შორის რუპერტ მერდოკი პირველია, ვინც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში შევიდა.