იაპონური ტექნოლოგიური კომპანია Sony Corp ჩინეთში მდებარე სმარტფონების მწარმოებელ საწარმოს დახურავს. ამის შესახებ Reuters იუწყება
Sony-ის გადაწყვეტილებით, მისი საწარმოს გადატანა ჩინეთიდან ტაილანდში მოხდება, რათა საწარმოო ხარჯები ორმაგად შეამციროს და სმარტფონების წამროების ბიზნესი გახადოს მომგებიანი. კომპანიის წარმომადგენლის განცახდებით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ჩინეთის სავაჭრო უთანხმოებას არ უკავშირდება.
Sony-ისთვის სმარტფონების წარმოება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც კი ამბობს, რომ აზიურ ბრენდებთან კონკურენციის პირობებში, უმჯობესია კომპანიამ ეს ბიზნესი საერთოდ გაყიდოს.
ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული სმარტფონების წილი მსოფლიო ბაზარზე 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. მიმდინარე წელს კომპანიამ მხოლოდ 6,5 მილიონი მოწყობილობა, ისიც ძირითადად, ევროპასა და თავად იაპონიაში გაყიდა. თუმცა კომპანია აცახდებს, რომ არ აპირებს ამ ბიზნესის დათმობას, ვინაიდან მათ სმარტფონებს კარგი მომავალი მეხუთე თაობის ქსელის დანერგვის შემდეგ ექნება.